left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე: არანაირ კრიტიკად, პირად კომფორტად და არანაირ ზეწოლად არ დავახურდავებთ, არ დავთმობთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, უსაფრთხოებასა და იმ ინტერესებს, რომლისთვისაც მოქალაქეებმა აგვირჩიეს

„არანაირ კრიტიკად, არანაირ პირად კომფორტად და არანაირ ზეწოლად, რა თქმა უნდა, არ დავახურდავებ, არ დავთმობთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, უსაფრთხოებას და იმ ინტერესებს, რომლისთვისაც მოქალაქეებმა აგვირჩიეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ საზოგადოების თითოეულ წევრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს და კრიტიკას, პირველად არ ხდება, როდესაც ჩვენ, როგორც ხელისუფლებას გვაკრიტიკებენ. ასევე, პირველად არ დავფიქრებულვართ მაგაზე, როდესაც შენი სამშობლო, შენი ქვეყნის ინტერესები და შენი ხალხის მშვიდობა და უსაფრთხოება გაქვს დასაცავი, ხომ არ შეიძლება იქ კრიტიკამ შეგიქმნას რამე დისკომფორტი.

ჯერ ერთი, 2012 წლიდან როდის ვიყავით „ქართული ოცნება“ კომფორტში მაგას თუ გამახსენებთ, ეგეც კარგი იქნება, იმიტომ, რომ მე არ მახსენდება, რომ რამე კომფორტი, ელემენტარულ კომფორტს გეუბნებით, ევროპულ კომფორტს გეუბნებით, ევროპული კომფორტი ხომ არის რომ ნორმალური ოპოზიცია გყავდეს, რომელიც მართლა გაგაკრიტიკებს, არგუმენტებს დაგიდებს, სხდომებზე მოვა მოემზადება, განცხადებებს გააკეთებს, დებატებში შემოვა, ეს ხომ არის ელემენტარული კომფორტი, ეგ ელემენტარული კომფორტიც არ გვქონია. კოვიდპანდემიის დროს რომ ოპოზიცია გაგეფიცება და პარლამენტს ბოიკოტს გამოუცხადებს, როცა მოქალაქეებისთვის და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები გაქვს გადასაწყვეტი, რაღა კომფორტზე მელაპარაკებით. ასე, რომ ვინც ასე გვიყურებს ჩვენ, რომ აქეთ კრიტიკული გაცხადებები თუ სამშობლო და აბა რომელს დათმობენ ესენი, ეგ ხალხი ცდება ჩემი აზრით ჩვენს შეფასებაში, იმიტომ, რომ ჩვენ არანაირ კრიტიკად,არანაირ პირად კომფორტად და არანაირ ზეწოლად, რა თქმა უნდა, არ დავახურდავებ, არ დავთმობთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, უსაფრთხოებას და იმ ინტერესებს, რომლისთვისაც მოქალაქეებმა აგვირჩიეს.

მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო თქვენი ეთერით და ყველას, ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ძლიერი მხარდაჭერისთვის, რასაც ამ წლების განმავლობაში ვხედავთ. თქვენ რომ არ ყოფილიყავით, თქვენი მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიჭირდებოდა მოსვლა დღემდე ამ პროგრესით და ამ სტატუსით, რომელიც საქართველოს დღეს აქვს – ეს არის მშვიდობა, ეს არის გაორმაგებული ეკონომიკა და ეს არის ევროინტეგრაციის გზაზე არსებითი პროგრესი. ვიმეორებ, არსებითი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ