კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის თანაბრად ხელმისაწვდომობის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
სოფელ მიქელწყაროში საჯარო სკოლის მიმდებარედ, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მიმდინარე სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი გაეცნენ.
თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ მოედანზე განთავსდება ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარები და მოეწყობა გარეგანათება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინასდება, რომელსაც შპს „დანი ქონთრაქშენი“ ახორციელებს.