left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე და ჯაფარიძე ოფიციალურად არიან თაღლითები

“ხაზარაძე და ჯაფარიძე ოფიციალურად, მტკიცებულებებით მხილებულები არიან თაღლითობაში და ოფიციალურად არიან თაღლითები, მოცემულობა არის ასეთი. პრობლემა ისაა, რომ ზოგიერთი უცხოელი ხელს ართმევს და პოლიტიკურად მისაღებად ხდის სისხლის სამართლის დამნაშავეებთან ურთიერთობას”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„ეს თაღლითობა რომ დაინახა ქართველმა ხალხმა, იმიტომაც არის, რომ 2020 წელს, როცა მათ მიიღეს დაახლოებით 3%-იანი მხარდაჭერა, 2021 წელს, ერთ წელიწადში 2%-იანი მხარდაჭერა, იმიტომ რომ ყველამ დაინახა თაღლითური არსი როგორც ამ ადამიანებისა, ასევე მთლიანად პარტია „ლელოსი“. ამიტომ კიდევ ერთხელ: მათ შემთხვევაში თაღლითობა ერთხელ უკვე დადგენილია და ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერავინ უარყოფს. ყველა, ვინც ურთიერთობს შემდეგ ამ პარტიასთან თუ მის ლიდერებთან, თაღლითობაში მხილებულ ხალხთან ურთიერთობს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ