leaderboard_below_slide
left_sabechdi

“ჩაფიძის გულის ცენტრის” კარდიოლოგ, რითმოლოგ ნიკა ქურიძეს Fellow of the ESC (FESC) სტატუსი მიენიჭა

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოქირურგიის დეპარტამენტის ქირურგიის სტაციონარის ხელმძღვანელს, კარდიოლოგ, რითმოლოგ ნიკა ქურიძეს ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ Fellow of the ESC (FESC) სტატუსი მიენიჭა.

ცენტრის სახელით ვულოცავთ მას აღნიშნულ ჯილდოს და ვუსურვებთ მორიგ წარმატებებს.

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ დაწესებული კრიტერიუმების საფუძველზე, FESC სტატუსი ენიჭებათ სამედიცინო სფეროს იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც მაღალი პროფესიონალური სტანდარტები გამოავლინეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კარდიოლოგიის განვითარებაში.

ასევე იხილეთ