leaderboard_below_slide
left_sabechdi

ეკგ სტრეს ტესტირების ჩატარების მიზნები და ჩვენებები

დატვირთვით სტრეს ეკგ ტესტირება

  • დატვირთვით სტრეს- ეკგ- ტესტირება წარმოადგენს გულის მუშაობის ელექტროკარდიოგრაფიულ მონიტორირებასა და შეფასებას დოზირებული, მზარდი, დინამიური  დატვირთვის ფონზე სარბენ  ბილიკზე (ტრედმილი), ან სტაციონარულ ველოსიპედზე (ველოერგომეტრი).
  • ტესტირებისას ხორციელდება ეკგ–ცვლილებების, გულისცემის სიხშირისა და არტერიული წნევის კონტროლი უწყვეტ რეჟიმში.

სტრეს – ეკგ ტესტირების ჩატარების მიზნები და ჩვენებები

•  მასობრივი/ეპიდემიოლოგიური/ გამოკვლევები, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებში კარდიოლოგიური დაავადებების, პირველ რიგში გიდ – ის გამოვლენის მიზნით;

•  გიდ – ისა და მისი ცალკეული ფორმების დიფ. დიაგნოსტიკა;

•  გულის რიტმის დარღვევების გამოვლენა და იდენტიფიკაცია;

•  დატვირთვაზე ჰიპერტონული რეაქციის მქონე პირების გამოვლენა;

•  დადგენილი გიდ –ის მქონე პირებში დატვირთვისადმი ინდივიდუალური ტოლერანტობის დადგენა;

•  სხვადასხვა (მათ შორის ქირურგიული) მკურნალობისა და რეაბილიტაციის მეთოდების ეფექტურობის შეფასება;

•  გულ – სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტების შრომითი ექსპერტიზა;

•  პროფესიული შერჩევისათვის;

•  პროგნოზის შეფასება.

ერგოსპირომეტრია – არის გულ–სისხლძარღვთა  და სასუნთქი სისტემების ურთიერთქმედების კვლევის არაინვაზიური  მეთოდი.

მეთოდი წარმოადგენს ფიზიკური დატვირთვის (ველოერგომეტრზე)  ტესტს, რომლის დროსაც პაციენტს უწყვეტ რეჟიმში უკონტროლდება გაზთა ცვლა და პარალელურად ფასდება გულის მუშაობა, ეკგ და არტერიული წნევა. გამოიყენება ყველა ასაკის პაციენტებში.

მიზნები და ჩვენებები:

  • დატვირთვის ამტანობის განსაზღვრა და მისი დაქვეითების მიზეზების დადგენა;
  • გულ – სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტების შეფასება (გიდ, გუ, თანდაყოლილი მანკები);
  • სუნთქვის პრობლემების მქონე პაციენტების შეფასება,
  • იმ პაციენტის მდგომარეობის ობიექტური შეფასება, როცა მისი ჩივილები და კლინიკური მდგომარეობა არ ემთხვევა მშვიდ მდგომარეობაში მიღებულ გამოკვლევის შედეგებს;
  • გულ-ფილტვის სისტემის მდგომარეობის  ობიექტური შეფასება დიდი მოცულობის ოპერაციების წინ, (მათ შორის გულზე და ფილტვებზე ჩარევისას).
  • გულისა და ფილტვის გადანერგვის კანდიდატების  წინასაოპერაციო შეფასება;
  • მკურნალობის ეფექტურობის შეფასება;
  • რეაბილიტაციის პროგრამების შერჩევა;
  • პროგნოზის შეფასება სხვადასხვა პათოლოგიების დროს.
  • ფსიქოგენური და ქცევითი ქოშინი (შფოთვა, სიმულაცია);
  • საწვრთნელი პროცესის ეფექტურობის შეფასება;
  • სპორტული მედიცინა;
  • ძირითადი ცვლის (მეტაბოლიზმის) შეფასება დიეტის შერჩევისა და წონის კონტროლისათვის;
  • დაავადებები კუნთების ბიოენერგეტიკის დარღვევით.

სტრეს-ექოკარდიოგრაფია

სტრეს-ექოკარდიოგრაფია არის ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიისა და დატვირთვის  ტესტის კომბინაცია. დატვირთვის ტესტი სრულდება ველოერგომეტრზე (ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ სიმულატორზე), სარბენი ბილიკზე, ტრანსეზოფაგური ელექტროსტიმულაციით და ფარმაცევტული საშუალებების გამოყენებით.

ჩვენს კლინიკაში სტრეს-ექოკარდიოგრაფია ფიზიკური დატვირთვის ტესტი სრულდება სპეციალურ ჰორიზონტალურ ერგომეტრზე.

იშემიის დროს მიოკარდიუმის შეკუმშვის დარღვევა ხდება უფრო ადრე, ვიდრე ტიპიური ეკგ ცვლილებები, ამიტომ სტრეს-ექოკარდიოგრაფია უფრო მგრძნობიარე მეთოდია მიოკარდიუმის იშემიის გამოსავლენად, გულის კორონარული დაავადების (სტენოკარდიის) დიაგნოზის დასადასტურებლად, ვიდრე სტრეს-ტესტები ელექტროკარდიოგრაფიის გამოყენებით.

მეთოდი საშუალებას იძლევა:

• დეტალიზირებულ იქნეს მიოკარდიუმის იშემია;

• განისაზღვროს სტენოზური კორონარული არტერიის აუზი;

• იდენტიფიცირებულ იქნეს მიოკარდიუმის სიცოცხლისუნარიანობა ინფარქტის შემდგომი დაზიანებების მიდამოში;

• შეფასდეს მარცხენა პარკუჭის შეკუმშვის ინოტროპული რეზერვი.

ჩატარების ჩვენებები:

• გულის იშემიური დაავადების დიაგნოზი;

• დატვირთვის ელექტროკარდიოგრაფიული ტესტის არაინფორმატიული შედეგები (ველოერგომეტრია, სარბენი ბილიკი) ან პაციენტის მიერ დატვირთვის შეუძლებლობა;

• გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ინტერვენციულ ან ოპერაციულ რევასკულარიზაციამდე და მის შემდეგ იშემიური პასუხის განსაზღვრა;

• გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში იშემიის არეალის იდენტიფიცირება;

• რისკის ხარისხისა და პროგნოზის განსაზღვრა პაციენტებში დიდ ოპერაციამდე, პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით, ჰიპერტენზიით, მიოკარდიუმის არაკორონარული დაავადებებით;

• მიოკარდიუმის სიცოცხლისუნარიანობის განსაზღვრა;

• აორტის სტენოზის ხარისხის განსაზღვრა მარცხენა პარკუჭის შემცირებული სისტოლური ფუნქციის მქონე პაციენტებში.

 

ასევე იხილეთ