left_sabechdi

იენს სტოლტენბერგი: ნატო რუსი ჯაშუშების მიმართ და მოსკოვის მტრული ქმედებების საპასუხოდ უფრო მკაცრი ზომების მიღებას გეგმავს

“ნატოს წევრი ქვეყნები გეგმავენ, რომ ალიანსის წინააღმდეგ მოსკოვის მტრული ქმედებების საპასუხოდ, რომელიც მოიცავს დივერსიულ აქტებს და კიბერშეტევებს, რუსი ჯაშუშების მიმართ უფრო მკაცრი ზომები მიიღონ”, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ვნახეთ დივერსიის, ხანძრების განზრახ გაჩენის მცდელობების, კიბერშეტევების, დეზინფორმაციის რამდენიმე მაგალითი“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო-ს თავდაცვის მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე ალიანსის მოკავშირეების წინააღმდეგ რუსეთის მტრული ქმედებების კამპანიას განიხილავენ.

 

ასევე იხილეთ