top_leaderboard
left_sabechdi

მამადუ სახო: ტორპედოს დიდი ამბიციები აქვს, რაც ძალიან მომეწონა

მამადუ სახო უკვე საქართველოშია. ფრანგი ცენტრალური მცველი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი მასთან კონტრაქტის გაფორმების ოფიციალური ცერემოანი შედგება.

„კლუბის პრეზიდენტთან, გენერალურ დირექტორთან და მთავარ მწვრთნელთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ტორპედოს დიდი ამბიციები აქვს, რაც ძალიან მომეწონა. ფეხბურთის მეშვეობით ახალი ქვეყნისა და კულტურის გაცნობის შესაძლებლობა გაქვს. ჩემთვის საქართველოში ჩამოსვლა ახალი გამოწვევაა და გახარებული ვარ. ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო იქნება, რადგან საკმაოდ ამბიციურ კლუბში მოვედი. გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ფაქტორი სწორედ ეს იყო. კარიერის განმავლობაში მოედანზე ყოველთვის 100%-ით ვიხარჯებოდი. ასე იქნება ახლაც. გულშემატკივარს მოვუწოდებ ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდნენ, რადგან მათი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ” – აღნიშნავს სახო.

34 წლის სახოს სხვადასხვა დროს პსჟ-ს, ლივერპულის, კრისტალ პალასის და მონპელიეს შემადგენლობაში უთამაშია. გარდა ამისა, საფრანგეთის ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

ქუთაისის ტორპედო, რომელმაც ეროვნული ლიგის მე-2 წრე 5-მატჩიანი მოგებათა სერიით დაასრულა, 18 ტურის შემდეგ 35 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციაზეა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გორის დილას 4 ქულით ჩამორჩება.

ასევე იხილეთ