left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: ზურაბიშვილი გაიბუტა იმიტომ, რომ დაასწრეს და ფეხბურთელებს უთხრეს, ღირსების ორდენის ღირსი იყვნენ

“ზურაბიშვილი გაიბუტა იმიტომ, რომ დაასწრეს და ფეხბურთელებს უთხრეს, რომ ღირსების ორდენის ღირსი იყვნენ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

“ზურაბიშვილი გაიბუტა იმიტომ, რომ დაასწრეს და ფეხბურთელებს უთხრეს, რომ ღირსების ორდენის ღირსი იყვნენ. გაიბუტა – მე რატომ არ მითხარით, მე უნდა მეთქვა პირველიო. ახლა აბა მიდი თუ კარგი ბიჭები ხართ, მიეცით ღირსების ორდენიო – ასეთ ადამიანთან გვაქვს ჩვენ საქმე, რომელიც იბუტება და ურეკავს თავის პატრონებს და ეუბნება, რომ აქ ჩაგრავენ, ოპოზიციას ეუბნება, რომ “მოდით, ამ ქვეყანას შევებრძოლოთ” და ა.შ. არაუშავს ამ სიტუაციას დეკემბერში გამოვასწორებთ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ