left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: ერთი კაცი და მით უმეტეს, პოლიციელები მაჩვენეთ, ვინც გუბაზ სანიკიძემ შეაშინა

“ერთი კაცი და მით უმეტეს, პოლიციელები მაჩვენეთ, ვინც გუბაზ სანიკიძემ შეაშინა – ეს რეალურად მუქარა, ანტისახელმწიფოებრივი და კრიმინალური განცხადებაა”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა.

“ეს რეალურად მუქარა, ანტისახელმწიფოებრივი და კრიმინალური განცხადებაა. მაგრამ გუბაზ სანიკიძისგან სერიოზულად ვერავინ აღიქვამს. ჩვენ ვნახეთ მელიამ ეთერიდან როგორ გამოაგდო [გუბაზ სანიკიძე], ხელიდან ვერ გამოგლიჯეს. ერთი კაცი მაჩვენეთ, ვინც შეაშინა გუბაზ სანიკიძემ და მერე მით უმეტეს, პოლიციელები და ა.შ. თუმცა ეს განცხადება, რა თქმა უნდა, მეტყველებს იმაზე, თუ რა ფსიქოლოგიის ხალხთან გვაქვს საქმე, თუნდაც გუბაზ სანიკიძის სახით, რომელიც გამოდის და საკუთარ პოლიციელებსა და ხალხს ემუქრება. არაფრის თავი აქვს, თუმცა ეს უკვე აჩვენებს, რასთან გვაქვს საქმე”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ პოლიციას დიდი რეფორმა ელოდება. მისი თქმით, პოლიცია პოლიტიკური მიკერძოებით გამოირჩევა და პოლიციელებს შემდეგი ხელისუფლება დასჯის.

ასევე იხილეთ