left_sabechdi

ნიკოლ ფაშინიანი: არეულობის პროვოკატორები უნდა დაისაჯონ, სუსტი მთავრობა არასდროს ვიქნებით, რადგან ეს კატასტროფაა სახელმწიფოსთვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, არეულობის პროვოკატორები უნდა დაისაჯონ.

ამის შესახებ მან სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში, 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების განხილვისას განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, კანონიერება, კანონის უზენაესობა ვერ აშენდება სიბრალულზე.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, სასულიერო-ფეოდალური ელიტა სომხეთში მთავრობის შეცვლას ვერ შეძლებს.

„ჩვენ არ ვიქნებით სუსტი მთავრობა, ჩვენ ვიქნებით მოსიყვარულე, თანამგრძნობი, დამხმარე, მხარდამჭერი, ტოლერანტული, მაგრამ არასდროს სუსტი მთავრობა, რადგან ეს სახელმწიფოსთვის კატასტროფაა. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას ლეგიტიმურობისა და კანონის ძალით, კანონიერების ძალით, რათა დავიცვათ სახელმწიფო, საზოგადოება, დემოკრატია, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. მხოლოდ ხალხს შეუძლია სომხეთში ხელისუფლების შეცვლა როცა უნდა. თუ სურს, გააკეთებს, თუ არ უნდა, არ გააკეთებს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ასევე იხილეთ