left_sabechdi

გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ვერეს ხეობაში 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა. საკრებულოს წევრებმა ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, 13 ივნისი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა, თბილისის სტიქიამ 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„ამ ტრაგედიის წინაშე გაერთიანდა ხალხი, საერთო ძალებით შევძელით სტიქიის შედეგებთან გამკლავება და სულ მალე თბილისი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. უამრავი მოქალაქე საკუთარი სურვილით ჩაერთო დამანგრეველ სტიქიასთან ბრძოლაში და მაშველებთან ერთად შეძლო მაქსიმალური დახმარება აღმოეჩინა სტიქიით დაზარალებულთათვის. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას“,  –  განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

2015 წლის 13 ივნისს წყალდიდობას მდინარე ვერეს ხეობაში  21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.

ასევე იხილეთ