top_leaderboard
left_sabechdi

ევრო 2024-ის გახსნის მატჩს კლემან ტურპენი იმსაჯებს

უეფა-მ ფრანგი არბიტრები დანიშნა ევრო 2024-ის გახსნის მატჩზე, რომელშიც ერთმანეთს გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებები შეხვდებიან.

შეხვედრის მთავარი მსაჯი იქნება კლემან ტურპენი, გვერდითი მსაჯები – ნიკოლა დანო და ბენჟამენ პაჟე. VAR-ზე პასუხისმგებელია ჟერომ ბრისარი, მას დაეხმარებიან ვილი დელაჟო და იტალიელი მასიმილიანო ირატი. სათადარიგო მსაჯი იქნება – ფრანსუა ლეტექსიე.

გერმანიისა და შოტლანდიის მატჩი 14 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 23 საათღზე დაიწყება.

ასევე იხილეთ