პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთი არ არის თანახმა, უკრაინას გადასცეს „პეტრიოტის“ სისტემები
“პოლონეთი არ არის თანახმა, საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებული „პეტრიოტის“ სისტემები უკრაინას გადასცეს”, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ცეზარი ტომჩიკმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„პოლონეთის „პეტრიოტები“ იცავენ პოლონეთის ცას და ეს არ შეიცვლება“, – წერს ტომჩიკი.
ამერიკული „პეტრიოტების“ ბატარეა ამჟამად პოლონეთშია განლაგებული. „ნიუ იორ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთში დისლოცირებული ამერიკული „პეტრიოტის“ სისტემის უკრაინაში გაგზავნაზე მსჯელობენ. გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსს“ არ დაუკონკრეტებია, საუბარია მთელი ბატარეის, რვა გამშვები რადარებითა და სხვა აღჭურვილობით გადაცემაზე თუ მხოლოდ მის ცალკეულ ელემენტებზე.