leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ამილახვარი: მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლიდან საქართველო ევროპული ქსელის, „Eurydice Network‘‘-ის წევრი გახდა, რომელიც Erasmus+ პროგრამის ნაწილია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, განიხილა საქართველოს უნივერსიტეტების საბაკალავრო STEM პროგრამებისთვის ABET აკრედიტაციის მინიჭების და საერთაშორისო გამოფენებში ქართული უნივერსიტეტების მონაწილეობის ხელშეწყობის საკითხები. განცხადება მან ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში გააკეთა.

ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლიდან საქართველო ევროპული ქსელის, „Eurydice Network‘‘-ის წევრი გახდა, რომელიც Erasmus+ პროგრამის ნაწილია და ის მხოლოდ ევროკავშირის წევრ და Erasmus+ ასოცირებულ ქვეყნებს აერთიანებს.
მინისტრმა განაცხადა, რომ განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით უპრეცედენტო ინიციატივაა კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ერთობლივი და ორმაგი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით საქართველოს უნივერსიტეტებს 4,2 მლნ დოლარის ღირებულების გრანტი გამოეყო. ასევე აღსანიშნავია, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობის გაგრძელების საფუძველზე ხორციელდება 5 მილიონი დოლარის ღირებულების ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი.

უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით მინისტრმა ისაუბრა განათლების სიღრმისეულ კვლევაზე, რომელიც სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, Times Higher Education-მა ჩაატარა.

„კვლევის შედეგები ძალიან ოპტიმისტურია – დადგინდა, რომ საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტების მოზიდვის უდიდესი შესაძლებლობა არსებობს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ასევე იხილეთ