გიორგი ამილახვარი: ახალი არაა რა ზეწოლები ხდებოდა უნივერსიტეტებზე, სკოლებზე და სკოლის მასწავლებელზე, დღემდე ვერ გამოდიან იმ ბურუსიდან და ჰგონიათ, ჩვენც ასე ვმართავთ ამ ყველაფერს
“ახალი არაა რა ზეწოლები ხდებოდა უნივერსიტეტებზე, სკოლებზე და სკოლის მასწავლებელზე – დღემდე ვერ გამოდიან იმ ბურუსიდან და ჰგონიათ, რომ ჩვენც ასე ვმართავთ ამ ყველაფერს”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის შესახებ განაცხადა.
“ერთ-ერთი ტელეარხი არაფრიდან გამოწოვილ სიუჟეტებს აკეთებდა, რომ მინისტრს ახლა გაუშვებენ, თანამდებობიდან გაათავისუფლებენ იმიტომ, რომ სტუდენტების ნაკადები ვერ მართაო. არ ვიცი ახლა, განათლების მინისტრი ჰგონიათ რომ სტუდენტების ნაკადების მმართველიც უნდა იყოს. რატომ ჰქონიათ? იმიტომ რომ თვითონ აკეთებდნენ ამ ყველაფერს და ჰგონიათ, რომ ჩვენ ამ მეთოდებით ვმუშაობთ. სკოლის დირექტორებს რაც შეეხება – დღენიადაგ სულ ამით იყვნენ დაკავებული წინა კონკურსების დროს. 820 სკოლაში წარვადგინეთ დირექტორობის კანდიდატები, არც ერთი დისკრედიტაცია არ გამომიყენებია, ყველა სამეურვეო საბჭომ თვითონ აირჩია, ზოგადად, რაღაცას აპროტესტებდნენ, მაგრამ ერთ კანდიდატზე ვერ თქვეს, რომ ან არაკვალიფიციური წარადგინეს, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული, ან ა.შ. ეს ახლა ის მეთოდები იყო და აღარ მიყვარს უკვე ამ წარსულზე ლაპარაკი, რომლისგანაც ჩვენი სისტემა 12 წელია უკვე გამოვიდა“, – განაცხადა ამილახვარმა.