leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ამილახვარი: ვერ ვხედავ, რომ დღეს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს პედაგოგს, თუმცა ის ნამდვილად უნდა გახდეს დამხმარე რესურსი სწავლების პროცესში

“ვერ ვხედავ, რომ დღეს, ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს პედაგოგს, თუმცა ის ნამდვილად უნდა გახდეს დამხმარე მეთოდი რესურსი სწავლების პროცესში – google-თან და microsoft-თან კონკრეტული მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება ძალზედ აქტუალური ხდება. რამდენიმე კვირის წინ ვიმყოფებოდი ბრიტანეთში, საერთაშორისო ყოველწლიურ განათლების კონფერენციაზე, სადაც მე და ჩემი გუნდი google-ს და microsoft-ის წარმომადგენლებს შევხვდით სწორედ ამ მიზნით და კონკრეტულ მოლაპარაკებებში ვართ, თუ რა შეუძლიათ მათ, შემოგვთავაზონ თავიანთი პლატფორმებით, რომ ჩვენ ნელ-ნელა დავიწყოთ ამ ყველაფრის დანერგვა, პირველ რიგში, სასკოლო განათლებაში და თუნდაც, სხვა საფეხურებზე. რა თქმა უნდა, ამას კარგი დაკვირვება და შესწავლა სჭირდება.

ამას ჩვენი სისტემის მომზადება სჭირდება. მე ვერ ვხედავ, რომ დღეს ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა [ჩაანაცვლოს], ან ჩაანაცვლებს პედაგოგს, თუმცა ის ნამდვილად უნდა გახდეს დამხმარე მეთოდი, რესურსი სწავლების პროცესში. ამის მნიშვნელობას ვიაზრებ, ამიტომ ჩემთვისაც პრიორიტეტულია ეს საკითხი. კონკრეტული მოლაპარაკებები ამ ორ კომპანიასთან დაწყებული გვაქვს“, – განაცხადა ამილახვარმა.

ასევე იხილეთ