leaderboard_below_slide
left_sabechdi

განათლების მინისტრი: 2026 წლის სექტემბერში სასწავლო წელს ყველა საგნის, ყველა კლასის სახელმძღვანელო იქნება ახალი მერხებზე

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, 2026 წლის სექტემბერში, ყველა კლასის მოსწავლეს, ყველა სახელმძღვანელო ექნება ახალი. ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტის, პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

„სასკოლო სტანდარტების გადამუშავება უკვე ფინიშისკენ მიდის, წლის ბოლოსთვის დავასრულებთ, რასაც მყისიერად მოჰყვება სახელმძღვანელოების საკითხი. შემიძლია ჩვენ საზოგადოებას დავპირდე, რომ არა უგვიანეს 2026 წლის სექტემბერში, ყველა სასკოლო სტანდარტის განახლებას, შემდგომ ყველა სახელმძღვანელოს ან განახლებას, ან ადაპტირებას, ან საერთოდ ახლიდან დაწერას. მაქსიმუმ 2 წელიწადში, 2026 წლის სექტემბერში სასწავლო წელს ყველა საგნის, ყველა კლასის სახელმძღვანელო იქნება ახალი მერხებზე“,- განაცხადა ამილახვარმა.

ასევე იხილეთ