left_sabechdi

ფინეთის პრეზიდენტი: დარწმუნებული ვარ, მარკ რუთე ნატოს შემდეგი გენერალური მდივანი გახდება

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემდეგი გენერალური მდივანი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუთე გახდება.

„თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ რუთე ნატოს შემდეგი გენერალური მდივანი გახდება. მას აქვს ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირები, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი 13 წლის განმავლობაში იყო, დიდ პატივს სცემენ“, – განაცხადა ალექსანდრე სტუბმა.

12 ივნისს ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა განაცხადა, რომ ალიანსი უახლოვდება გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შემცვლელის კანდიდატურის დამტკიცებას.

იენს სტოლტენბერგს ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე უფლებამოსილება წელს უმთავრდება. ნატო-ს გენერალური მდივანი წევრი ქვეყნების კონსენსუსით ირჩევა.

ასევე იხილეთ