leaderboard_below_slide
left_sabechdi

გივი მიქანაძე: ჩვენს ქვეყანას მთავარი ინვესტიცია აქვს განათლების სისტემაში და ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრიორიტეტი

“ჩვენს ქვეყანას მთავარი ინვესტიცია აქვს განათლების სისტემაში და ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრიორიტეტი: განათლებული თაობები არის ქვეყნის შემდგომი განვითარების საწინდარი”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გიორგი ამილახვარის გამოსვლას გამოეხმაურა.

„გიორგი ამილახვარის „მინისტრის საათი“ ამ წუთებშიც გრძელდება პარლამენტში. დღეს საზოგადოებამ მოისმინა კონკრეტული შედეგები იმ საქმიანობის, რომელიც მინისტრმა თავის გუნდთან ერთად ერთი წლის განმავლობაში განახორციელა. ეს არის ხელშესახები კონკრეტული შედეგები, რომელიც ორიენტირებულია განათლების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აყვანის კონტექსტში და რაც მთავარია, განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში ყველანაირი პირობის შექმნაზე. აქ საუბარი ეხება, დაწყებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან და მათი ფუნქციონირებიდან დამთავრებული მეცნიერების დარგით, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, გამომდინარე იქიდან, რომ მეცნიერებაზე და მეცნიერულ მიღწევაზე არის ორიენტირებული 21-ე საუკუნეში ყველა ცვლილება და რეფორმა, მაგრამ ეს ყველაფერი ქრონოლოგიურ მიმდინარეობას საჭიროებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ყველა სექტორში გვაქვს კონკრეტული შედეგები.

სამინისტროს განსაზღვრული აქვს მიმართულებები და აქვს ძალიან სწორი ხედვა ამ მიმართულებების განსახორციელებლად, რომელსაც ერთ ან თუნდაც ექვს თვეში შედეგი ვერ ექნება, მაგრამ, რაც მთავარია, არის მიზანმიმართული სწორი ნაბიჯები, რომელთა ერთობლიობა გვაძლევს იმ განცდას, რომ გვაქვს პირველადი შედეგები. ეს პროცესი იმდენად სწორად მიმდინარეობს, რომ უახლოეს წლებში ძალიან მნიშვნელოვან წინსვლას მოგვცემს. ჩვენს ქვეყანას მთავარი ინვესტიცია აქვს განათლების სისტემაში და ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრიორიტეტი: განათლებული თაობები არის ქვეყნის შემდგომი განვითარების საწინდარი“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ასევე იხილეთ