leaderboard_below_slide
left_sabechdi

გივი მიქანაძე სალომე ზურაბიშვილის ახალგაზრდებთან შეხვედრაზე: ნაწილ ახალგაზრდებს არ მიეცათ შესაძლებლობა კრიტიკული კითხვები დაესვათ მისთვის

“პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ძალადობის წამახალისებელი”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს პრეცედენტი იმისა, რომ პოლიციელზე თავდასხმის ინიციატორი და ამაში დადანაშაულებული პირი შესაბამისი მტკიცებულებებით, შეწყალებული ყოფილიყო.

„პოლიციელის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს პირდაპირ, განზრახ, ეს ადამიანი და ამ გადაწყვეტილებით სალომე ზურაბიშვილმა ფაქტობრივად წაახალისა ახალგაზრდებში ძალადობა. ერთგვარად უთხრა, რომ თუკი თქვენ პოლიციის წინააღმდეგ იმოქმედებთ და იძალადებთ კიდევაც, მე აქ ვარ და მაქვს იმის კომპეტენცია, რომ თუნდაც სასამართლომ დამნაშავედ გცნოთ, მე შეგიწყალებთ.

ეს იყო მართლად უპრეცედენტო შემთხვევა და მინდა გითხრათ, რომ არაერთ ქვეყანაში, სადაც ეს კითხვა დავსვით, შოკირებულები იყვნენ. დიახ, ვუთხარით, რომ სამწუხაროდ ასეთი პრეცედენტი შეიქმნა. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილი, ეს ერთ-ერთი კომპონენტია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ზიზღის ენაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ძალადობის წახალისებაზე, ზუსტად ასეთი მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან ეს ყველაფერი წახალისდა და შესაბამისად, ვიღებთ რა სიტუაციას, რომ ის ხვდება ახალგაზრდებს, თუმცა, ჩვენ იქ ვნახეთ, რომ ნაწილ ახალგაზრდებს არ მიეცათ შესაძლებლობა კრიტიკული კითხვები დაესვათ მისთვის და ვხედავთ იმასაც, რომ წახალისებულია მისგან ეს რადიკალიზმის ფორმები.

რა თქმა უნდა, გეთანხმებით, რომ ახალგაზრდებთან მეტი კომუნიკაცია და მეტი მუშაობაა საჭირო, თუმცა, ამავდროულად, უნდა დავინახოთ ისიც, რომ ვისგან იღებენ ახალგაზრდები ინფორმაციას, ანუ სალომე ზურაბიშვილისგან და გუბაზ სანიკიძე ახსენეთ თქვენ. გუბაზ სანიკიძეზე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, როდესაც სპეციალური პოსტი მივუძღვენი მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მისი სახელით ლაპარაკობს კოლექტიური „ნაც. მოძრაობა“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ასევე იხილეთ