leaderboard_below_slide
left_sabechdi

სომხეთში აშშ-ის საელჩო საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პასუხისმგებლობით გამოიყენონ შეკრების თავისუფლების უფლება ძალადობისგან თავის შეკავებით

სომხეთში აშშ-ის საელჩო საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პასუხისმგებლობით გამოიყენონ შეკრების თავისუფლების უფლება ძალადობისგან თავის შეკავებით.

„აშშ-ის საელჩო თვალს ადევნებს ერევანში მიმდინარე აქციებს. საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, პასუხისმგებლობით გამოიყენონ შეკრების თავისუფლების უფლება ძალადობისგან თავის შეკავებით. დემოკრატიული პროცესი პოლიტიკური დავების გადაჭრის გზაა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცველ ორგანოებს, შეინარჩუნონ წესრიგი ისე, რომ დაიცვან მოქალაქეთა უფლებები გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე, და გამოიძიონ ნებისმიერი ინციდენტი, რომლის დროსაც შეიძლება დაირღვეს პროცედურები, მათ შორის ჟურნალისტებთან დაკავშირებით, რომლებიც აშუქებენ დემონსტრაციებს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ასევე იხილეთ