leaderboard_below_slide
left_sabechdi

ხვიჩა კვარაცხელია: გვინდა, ამ ჩემპიონატზე ჩვენი სახელი დავტოვოთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწეროთ

„აქ არ ჩამოვსულვართ, რომ ევროპის ჩემპიონატს უბრალოდ დავესწროთ. ჩვენ გვინდა, ამ ჩემპიონატზე ჩვენი სახელი დავტოვოთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწეროთ”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა.

მან ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან დიდი ოცნება იყო, ალბათ, ყველა ქართველისთვის, ქართველი ფეხბურთელისა და ყველა გულშემატკივრისთვის, რომ ასეთ მნიშვნელოვან ტურზე ჩამოვსულიყავით. მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირებია ფეხბურთელისთვის, რადგან შენი ქვეყნის სახელით თამაშობ, შენი ქვეყნისთვის თამაშობ და ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შენი ქვეყნისა სახლი გაგაქვს. ამაზე ყველა ერთად ვოცნებობდით და როდესაც ამას მივაღწიეთ, ეს ჩვენთვის იყო ყველაზე ბედნიერი დღე. დანამდვილებით იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ, რომ ამ ჩემპიონატს უბრალოდ დავესწროთ. ჩვენ გვინდა, ამ ჩემპიონატზე ჩვენი სახელი დავტოვოთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწეროთ“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები 18 ივნისს, თურქეთს შეხვდება. მომდევნო შეხვედრები 22 და 26 ივნისს, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ექნება.

ასევე იხილეთ