top_leaderboard

ნიკა კვეკვესკირი: იმედია ბევრი ქართველო მოახერხებს თამაშზე დასწრებას – ისინი, ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციის წყარო არიან

ველოდებით ქართველ გულშემატკივარს, რადგან ისინი ძალიან დიდი მოტივაციის წყარო არიან ჩვენთვის, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ნიკა კვეკვესკირმა მედიასთან განაცხადა.

„იმედია ძალიან ბევრი ქართველო მოახერხებს თამაშზე დასწრებას“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები 18 ივნისს, თურქეთს შეხვდება. მომდევნო შეხვედრები 22 და 26 ივნისს, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ექნება.

ასევე იხილეთ