გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა იტალიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში განაცხადა, რომ „პუტინის გეგმა დღეს ჩაიშალა“.
„დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას გაყინული რუსული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავლით უზრუნველყოფილ სესხს გამოუყოფენ.
„პუტინს აქვს გეგმა: მას სურს ომის გაგრძელება მანამ, სანამ ყველა უკრაინის მხარდაჭერაზე უარს არ იტყვის. მისი გეგმა დღეს ჩაიშალა“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.