leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი გამჭვირვალობის კანონზე: ეს არის პროქართული კანონი, რომელიც ითვალისწინებს, რომ შენ თუ აგრესიული გეგმები გაქვს საზოგადოების წინაშე, ღიად და გამჭვირვალედ გამოხვიდე

“ეს არის პროქართული კანონი, რომელიც ითვალისწინებს, რომ თუ შენ აგრესიული გეგმები გაქვს საზოგადოების წინაშე ღიად და გამჭვირვალედ გამოხვიდე”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.

„რა რუსეთზეა საერთოდ ლაპარაკი. რა პრორუსული, რის პრორუსული. ეს არის პროქართული კანონი. ამ კანონს მიიღებ თუ არ მიიღებ, თუკი რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ამ გლობალურ დაპირისპირებაში მას ძალის გამოყენება სჭირდება, მათ შორის საქართველოს მიმართ, აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს სალომე ზურაბიშვილს ხელში ევრო დროშა ეჭირება თუ რუსეთის დროშა. გააკეთებს იმას, რაც აქვს გლობალური ომისთვის სჭირდება. ჩვენ შევძელით და აქამდე მოვედით ისე, რომ ეს აგრესია თავიდან ავიცილეთ და თან პლუს, დამტკიცებულია, რომ ბევრი ქვეყნებისგან განსხვავებით, რომ საქართველო არანაირად ხელს არ უწყობს რუსეთს სანქციების არიდებაში“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ