left_sabechdi

ელისო ბოლქვაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენაზე: ეს არის მართლაც ისტორიული მოვლენა და ერთ-ერთი უნიკალური საჩუქარი, რაც მან თავის ქვეყანას გაუკეთა

„ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა. ვფიქრობ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედება ყველასთვის ცნობილია და ეს არის ერთ-ერთი უნიკალური საჩუქარი, რაც მან გაუკეთა თავის ქვეყანას”, – ასე შეაფასა ელისო ბოლქვაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენა და ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემა. ამ თემაზე პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„უნიკალური ხელნაწერი, რომელიც ჩამოვა ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, ასევე გაცოცხლდება საქართველოს ისტორია, რომელსაც გაეცნობა მომავალი თაობა და ეს არის, რა თქმა უნდა, ეროვნული მნიშვნელობის ისტორიული ფაქტი“, – განაცხადა ბოლქვაძემ.

ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა პალიმფსესტი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, V-VII სს. არამეულ ენაზე გადაწერილ მასალას, არსებითად ბიბლიურ და ასკეტურ ფრაგმენტებს, ხოლო, მეორე მხრივ, სინას მთაზე მოღვაწე იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს გადაწერილ ლიტურგიკულ ტექსტებს სინას მთის კოლექციიდან. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

ასევე იხილეთ