left_sabechdi

ელისო ბოლქვაძე: მინდა სიამაყით ვთქვა, რომ მიუხედავად ბულინგისა, ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა მეცხრედ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი – რადიკალების ქმედებებს მომავალი არ აქვს

„მინდა დიდი სიამაყით ვთქვა, რომ მიუხედავად ბულინგისა, ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა მეცხრედ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი”, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„მეტად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა იუნესკოზე განხორციელებული ბულინგი. შარშან, 120-მა ადამიანმა დაწერა საჩივარი, რომ მე უნდა მომიხსნან იუნესკოს მშვიდობის ელჩის წოდება და ბათუმის ფესტივალს უნდა ჩამოართვან ეს სტატუსი. ახლახან ვიმყოფებოდი ლევილის მამულში. კონცერტის დროს, როდესაც მუსიკა ჟღერდა იმ მამულში, სადაც ჩვენი ისტორია დაიწერა, იქაც კი დაიწყეს ყვირილი, წივილი, საფრანგეთის პოლიციაც კი იძულებული გახდა ჩარეულიყო. ეს არის რადიკალების ის სახე, რაც მათ არასდროს გაამარჯვებინებთ. ამ ქმედებებს მომავალი არ აქვს“, – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

ასევე იხილეთ