left_sabechdi

ბაიდენი: აშშ უკრაინის გვერდით დადგება ტირანიის წინააღმდეგ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უსაფრთხოების სფეროში გრძელვადიანი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი გამოცდა იყო მსოფლიოსთვის.

„დავდგებით თუ არა უკრაინის გვერდით? დავდგებით თუ არა სუვერენიტეტისა და თავისუფლების გვერდით და ტირანიის წინააღმდეგ? აშშ-მა, G7-მა და მსოფლიოს ქვეყნებმა ამ კითხვას დადებითად უპასუხეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით: ჩვენ უკრაინის გვერდით დავდგებით“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და უკრაინის ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს აშშ-სა და უკრაინას შორის უსაფრთხოების სფეროში 10-წლიან შეთანხმებას.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ საკუთარი თავი დაიცვას ახლა და მომავალში.

ასევე იხილეთ