top_leaderboard

წითელ ხიდზე 15 ტონამდე აღურიცხავი საწვავის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის – „წითელი ხიდი“ მებაჟე ოფიცრების მიერ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის და მისი მისაბმელის ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოჩენილი იქნა 15-ტონამდე არადეკლარირებული დიზელის საწვავი.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისას, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა.

შემოსავლების სამსახური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან.

ასევე იხილეთ