leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა ოდიშარია „მთავარი არხის“ სიუჟეტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებაზე: გამოცხადდა გადაწყვეტილება, დარღვეულია პირველი და მეთერთმეტე პრინციპები, ეს არის უმძიმესი მიმართულება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ტელეკომპანია „მთავარ არხს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ სარჩელი მოუგო. როგორც ბექა ოდიშარიამ განაცხადა, საუბარია კონკრეტულ სიუჟეტზე, სადაც მისი ქონება არასწორად გაშუქდა.

„გამოცხადდა გადაწყვეტილება საქმეზე „ბექა ოდიშარია ირაკლი ბახტაძის წინააღმდეგ“. მოპასუხე ირაკლი ბახტაძე. დარღვეულია პრინციპები: პირველი და მეთერთმეტე. ეს არის ის, რაც ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსების გარკვეული მუხლების დარღვევა და დანაშაულის ჩადენა. განცხადებით მივმართე მე და მივიჩნევდი, რომ 2024 წლის 6 აპრილს „მთავარმა არხმა“ ეთერში გასულ სიუჟეტში სახელწოდებით „ბექა ოდიშარიას“ ქონება, დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის პირველი და მეთერთმეტე პრინციპები. ეს არის უმძიმესი მიმართულება, რომლის აღიარებაც, როგორც წესი, ჟურნალისტის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას არ სურს. ამ ადამიანს არ აქვს არანაირი მორალური უფლება, რომ შემოვიდეს სადმე სივრცეში, მით უმეტეს, პოლიტიკაში, მას გზა ხსნილი აქვს ახლა ყვითელი ჟურნალისტიკისაკენ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე იხილეთ