14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციის მიზანი უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ასევე – უანგარო, რეგულარული დონორების მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენა და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა.
სისხლის დონაცია, სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში, 5 სხვადასხვა ლოკაციაზე, ერთდროულად მიმდინარეობს. კამპანიაში ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეებიც ჩაერთნენ. მიხეილ სარჯველაძემ, სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით უანგარო დონაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მხარდაჭერა სიცოცხლის გადასარჩენად, ვინაიდან სისხლის გაღებით ერთ ადამიანს, 3 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა სისხლის დონაციაა.
სისხლის დონორის მსოფლიო დღე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2004 წელს დაარსდა და იგი ყოველწლიურად, 14 ივნისს აღინიშნება. მე-20 საიუბილეო წელს, ამ დღესთან დაკავშირებული კამპანიების სლოგანია „მადლობა სისხლის დონორებს!“