top_leaderboard

კასპის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივი კასპელ მოჭიდავეებს შეხვდნენ

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კასპელ მოჭიდავეებს – სამბოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს კახა მამულაშვილს და საქართველოს ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში გოდერძი ძებისაშვილს შეხვდნენ.

ივნისში, სერბეთში  ვეტერანთა შორის  ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდა, სადაც კახა მამულაშვილმა დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი და 2024 წლის ევროპის ჩემპიონი გახდა. გოდერძი ძებისაშვილმა კი პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილის ლიცენზია მოიპოვა.

ვახტანგ მაისურაძემ ორივე სპორტსმენს მადლობა გადაუხადა მიღწევებისთვის,  სამომავლო წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა  აღუთქვა.

ასევე იხილეთ