top_leaderboard

გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ვეტოვუმენად გადაიქცა, ვეტოს იყენებს ხმალივით, როგორც უნდა და როგორც ეტყვიან

„სალომე ზურაბიშვილი ვეტოვუმენად გადაიქცა, ვეტოს იყენებს ხმალივით, როგორც უნდა და როგორც ეტყვიან”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა.

„მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს სურვილი აქვს, ვეტოების თაობაზე ჩვენი კომენტარები უფრო ხშირად მოისმინოს – ვეტოვუმენად გადაიქცა და სურვილი აქვს, პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს. მას სურს, საზოგადოებას, როგორც ოპოზიციის ლიდერი, ისე მოევლინოს. ამ ადამიანმა დაარღვია კონსტიტუცია, პრეზიდენტის ფიცი და უღალატა ამომრჩეველს, ქვეყანას. ვინც აგინებდა, მათ იწყალებს. ვეტოს ხმალივით იყენებს, როგორც უნდა და როგორც ეტყვიან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ