დავით ქართველიშვილი: „კოკა-კოლას“ სათაო ოფისს ვულოცავ მოსკოვში დაბრუნებას – თემურ ჭყონიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნაცების საყვარელი პროდუქციის გემო არც „ეძინაია რასიას“ მომხრეებს არ დავიწყებოდათ
„ნაცსექტის” გენერალურ სპონსორ თემურ ჭყონიას, ერთი დღითაც არ მიუტოვებია საყვარელი რუსული ბაზარი“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლითაც Coca-Cola-ს რუსეთში დაბრუნება სურს.
„ნაცსექტის” გენერალურ სპონსორ თემურ ჭყონიას, ერთი დღითაც არ მიუტოვებია საყვარელი რუსული ბაზარი. ორი წლის განმავლობაში რუსი პუტინისტები და ქართველი ნაცები ერთ და იმავე „კოლას”, „ფანტას” და „სპრაიტს” მიირთმევდნენ ლოზუნგით „არა რუსულ პეპსის!“ ამ „რთულ“ პოლიტიკურ გაზირებულ ურთიერთობებში რამე რომ არ შემშლოდა, უგაზო გამაგრილებელ წყლებზე გადავედი. „კოკა-კოლას“ სათავო ოფისს კი ვულოცავ მოსკოვში დაბრუნებას – თემურ ჭყონიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნაცების საყვარელი პროდუქციის გემო არც „ეძინაია რასიას“ მომხრეებს არ დავიწყებოდათ…“ – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.