„ერის გინება და სალანძღავ სიტყვად გახდა დაუშვებელია! შენ შეიძლება არ მოგწონდეს რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა, ვერ იტანდე პუტინის საქციელს, არ გეპიტნავებოდეს ლავროვის ფიზიონომია, მაგრამ ერს არ უნდა შეეხო. როდესაც ვიღაცას მიადგები და ,,ლანძღავ” – რუსოო, ეს უკვე იმაზე მიანიშნებს, რომ შენ ხარ უვიცი, უწიგნური და როგორც ზემოთ აღვნიშნე, უკანასკნელი ,,ტყლუ”! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს.
„ბექა ოდიშარიას მაღაზიაში ულვაშიანი ,,ტყლუ” მიუვარდა!
ვიდეო ვნახე, ეს ,,ტყლუ” ვინმე ბექა პაპაშვილი ყოფილა, თანამდებობით აქტივისტი, ანუ დღეგამოშვებით გასაძუყნი.
ამან ისიც არ იცის, რომ სეხნიას არ უნდა მიუვარდეს!
კაი, ჯანდაბას, მიუვარდა და მიუვარდა, როგორი სცენა დადგა?
შე რუსო, შენაო!
გაიგონეთ? ამ ,,ტყლუებისთვის” ეროვნება გახდა სალანძღავი სიტყვა – შე რუსოო!
ახლა ამას ვინმემ რომ დაუძახოს, შე პაჭანიკოო, ეწყინება და ქოშებს უკუღმა აჰყრის.
არ შეიძლება!
ერის გინება და სალანძღავ სიტყვად გახდა დაუშვებელია! შენ, შეიძლება, არ მოგწონდეს რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა, ვერ იტანდე პუტინის საქციელს, არ გეპიტნავებოდეს ლავროვის ფიზიონომია, მაგრამ ერს არ უნდა შეეხო. როდესაც ვიღაცას მიადგები და ,,ლანძღავ” – რუსოო, ეს უკვე იმაზე მიანიშნებს, რომ შენ ხარ უვიცი, უწიგნური და როგორც ზემოთ აღვნიშნე, უკანასკნელი ,,ტყლუ”!
დიახ, ასეა!
შენ არ ხარ ახალგაზრდა, უბრალოდ ხარ მცირეასაკიანი ჭყლინტი!
შენ ვერ იქნები ამ ქვეყნის მომავალი, შენ ხარ უკვე დამყაყებული წარსული. პრინციპში, არც წარსული ხარ… შენ ხარ გაუგებრობა და არარაობა!
ახლა მეორე, რაც ვიდეოში შევამჩნიე – ესენი არიან ძალიან მშიშრები. რაღაცაზე ფულის გულისთვის მიდიან, მაგრამ თან ცვარ-ცვარი გასდით ყვერებს ქვემოდან.
ამ ვინმე აქტივისტ პაპაშვილის ,,მონოლოგი” ასეთია:
– ოდიშარია, შე რუსო! ხელი რაზე მოაწერე, ბიჭო? შე რუსო, არ იცი, რაზე მოაწერე? ხელი, ბიჭო, არ შემეხო! ხელი გასწი-მეთქი, ბიჭო, არ შემეხო, შე რუსო! ეს ე.წ. მონოლოგი გრძელდება 10-15 წუთი.
შეეხნენ. დიდი არაფერი, ,,მაიკა” შემოახიეს ალაგ-ალაგ, ფოტოზე ხედავთ. თუმცა ეს ,,ტყლუ” ამუქებს – მცემეს, მაწამეს, ხუთი კაცი მირტყამდა, ყველა ნავარჯიშები იყო, ,,ბოევიკები” იყვნენ, თორემ თავისუფლად გავუმკლავდებოდიო.
ეგ არი!
ჰასაკით მცირე ადამიანი ნაადრევად გაფუჭდა. რა უნდა გამოვიდეს ახლა ამისგან?
არც არაფერი, ვეღარც ვენახში გამოიყენებ, ვეღარც ყანაში, საღორეში შეუშვებ – ღორებს გააგიჟებს, საძროხეში გაამწასებ – ძროხებს დააფრთხობს, საერთოდ შეწყვეტენ წველადობას, ცხვარში გაუშვებ – ფარას გადაჩეხავს.
სხვა გზა აღარ არი, აეგრე უნდა ირბინოს, სანამ გაჩიანის სპეციალურ დაწესებულებაში არ დაივანებს.
ისე, კი მოუშვია ულვაში აქეთ-იქიდამ, ყანწს რომ ასწევს და სტომაქში გადაუშვებს, კაი გვარიანად დაუსველდება, მერე ორ თითს ამაყად გადაისვამს და ჩაიდუდუნებს – სამშობლოს გაუმარჯოსო.
თუმცა, არ იცის, სამშობლო რა არი!
ამას ახლა რუსულ კულტურაზეც ჩამოვუგდებდი სიტყვას, მაგრამ რა აზრი აქვს?
არც არაფერი!” – წერს გელა ზედელაშვილი.