35 წლის გერმანელ ცენტრალურ მცველს, მატს ჰუმელსს დორტმუნდის „ბორუსიასთან“ კონტრაქტი ამოეწურა და გუნდი დატოვა, – ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ჰუმელსი „ბორუსიას“ ღირსებას 2008-2016 წლებში იცავდა, შემდეგ მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა და დორტმუნდელთა რიგებში 2019 წელს დაბრუნდა. ჯამში, გუნდის მაისურით მან 508 მატჩი ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა, ხოლო ბუნდესლიგა ორჯერ მოიგო.
ცოტა ხნის წინ „ბორუსია“ მთავარმა მწვრთნელმა, ედინ ტერზიჩმაც დატოვა, გუნდიდან წავიდა კაპიტანი მარკო როისიც.
ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს მატს ჰუმელსი საფეხბურთო კარიერას.