ლევან არველაძე: ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილებას
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა.
„რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში მნიშვნელოვანი პროექტი, ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა. ვთვლი, რომ ეს ხიდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილებას.
ასევე, დღეს, როგორც ვიცით, საზეიმოდ იხსნება ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში და მინდა, ჩვენს ბიჭებს წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა ლევან არველაძემ.