leaderboard_below_slide
left_sabechdi

ანა კილაძე: დღეს ოპოზიცია იმყოფება ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა, აქვე გეტყვით, რომ საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესების მიმართ მათი ბოიკოტი უკვე 21 წელია გრძელდება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ანა კილაძემ ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და ოპოზიციის განცხადებებზე კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ოპოზიცია საზოგადოების გახლეჩაზე და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯის შელახვაზეა ორიენტირებული.

„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასევე დღეს უკვე ოპოზიციურ რანგში ზიზღზე, დაშინებაზე, საზოგადოების გახლეჩასა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯის შელახვაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებით ცდილობს საკუთარი  ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას. შეგახსენებთ, რომ თქვენ გქონდათ საკმარისი დროს იმისთვის, რომ ქვეყანა ევროატლანტიკურ სივრცესთან დაგეკავშირებინათ, თუმცა თქვენი პოლიტიკა იყო ფასადური როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასევე ეგრეთ წოდებული მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსის ქვეშ. თქვენ დღეს არა პოლიტიკის, არამედ ეროვნული იდეის ოპოზიციას წარმოადგენთ. ქვეყნის მიმართ ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულებას, მათივე მმართველობის სტატისტიკა ზუსტად აღწერს“, – განაცხადა ანა კილაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ოპოზიციის ბოიკოტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ისინი ბოიკოტს ქვეყნის მოსახლეობას უცხადებენ და არ მონაწილეობენ საკრებულოს საქმიანობაში.

„დღეს ოპოზიცია იმყოფება ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა აქვე გეტყვით, რომ საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესების მიმართ მათი ბოიკოტი უკვე 21 წელია გრძელდება. ეს ის 21 წელია, რომელიც მათ ქართულ პოლიტიკაში აქვთ გატარებული დაწყებული ხელისუფლებაში ყოფნის დღიდან, დამთავრებული ოპოზიციურ რანგში. ამ დროს აქვთ შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ ყოველი დღე საკრებულოში, დაწერონ ინიციატივები, ითანამშრომლონ საქალაქო სამსახურებთან. მთელი ძალისხმევა და ენერგია მოახმარონ დედაქალაქის განვითარებას. არ მახსენდება არც ერთი ინიციატივა, რომელიც ოპოზიციამ წარადგინა დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, თუმცა მახსენდება ბევრი ცრუ, გამოგონილი და პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება, ამიტომ მოვუწოდებ ოპოზიციის წარმომადგენელ დეპუტატებს, ჯერ თქვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და მოვალეობა შეასრულოთ ნაყოფიერად, დრო და ენერგია დაუთმოთ დედაქალაქის განვითარებას. თუმცა ამის იმედი არ მაქვს, რადგან მათი მწყემსის ინტერესებიდან მზერა აბსოლუტურად სხვა მხარეს იყურება“, – განაცხადა ანა კილაძემ.

ასევე იხილეთ