გიორგი ვოლსკი ივანე ჩხიკვაძეზე: როდესაც კონგრესმენებს ტყუილს უყვები, ხარ ადამიანი, რომელიც იმსახურებს შესაბამის შეფასებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, აეროპორტში დახვედრა, ქუჩაში ადევნება, აგრესია, კარგი არ არის
„როდესაც სპეციალურად ჩადიხარ და კონგრესმენებს ტყუილს უყვები შალვა ნათელაშვილთან ერთად – ხარ ადამიანი, რომელიც იმსახურებს შესაბამის შეფასებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს, აეროპორტში დახვედრა, ქუჩაში ადევნება, აგრესია, რასაკვირველია, კარგი არ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს ივანე ჩხიკვაძეზე საუბრისას განუცხადა.
„ყველა საერთაშორისო დონეზე, მათ შორის ატლანტიკური საბჭოს, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველო არის მოწინავე ადგილებზე დასახელებული. რეიტინგები ძალიან მაღალია და აი, ამ რეალობის შესაცვლელად, როდესაც სპეციალურად ჩადიხარ და კონგრესმენებს ტყუილს უყვები შალვა ნათელაშვილთან ერთად – ხარ ადამიანი, რომელიც იმსახურებს შესაბამის შეფასებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს, აეროპორტში დახვედრა, ქუჩაში ადევნება, აგრესია, რასაკვირველია, კარგი არ არის. თუმცა, ამას სათავე, საფუძველი დაუდო იმ კონკრეტულმა საქმიანობამ, რასაც რადიკალური ოპოზიცია ეწევა“, – განაცხადა ვოლსკიმ.