leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლოიდ ოსტინი: პუტინს არ აქვს უფლება, უკრაინას მშვიდობის მისაღწევად რაიმე პირობა წაუყენოს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს არ აქვს უფლება, უკრაინას მშვიდობის მისაღწევად რაიმე პირობა წაუყენოს.

მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ უკრაინის ოთხი ოლქი, ხოლო კიევმა უნდა განაცხადოს, რომ ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს.

„მას [პუტინს] არ შეუძლია უკარნახოს უკრაინას, რა უნდა გააკეთოს მშვიდობის მისაღწევად“, – განუცხადა ოსტინმა ჟურნალისტებს ნატოს შტაბ-ბინაში ბრიუსელში.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინს შეუძლია დღესაც შეაჩეროს ომი, რომლის დროსაც მან დაკარგა ასობით ათასი სამხედრო მოსამსახურე, თუ მას ეს სურს.

ასევე იხილეთ