ბუდუ ზივზივაძე: ნაკრებში განწყობა ძალიან კარგია – ვეცდებით, თურქეთთან შეხვედრა ჩვენს სასიკეთოდ დავასრულოთ
„ოცნება აგვისრულდა და აქ ვართ. ნაკრებში განწყობა ძალიან კარგია”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ მედიასთან განაცხადა.
„ფეხბურთელები მზად ვართ და 18-ში თურქეთთან თამაშისთვის მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც მწვრთნელი დაგვავალებს. ვეცდებით, რომ ჩვენს სასიკეთოდ დავასრულოთ თურქეთთან შეხვედრა“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები 18 ივნისს, თურქეთს შეხვდება. მომდევნო შეხვედრები 22 და 26 ივნისს, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ექნება.