უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მშვიდობის გლობალურ სამიტში.
„იქნება ორდღიანი აქტიური მუშაობა სხვადასხვა ქვეყანასთან, რომლებიც გაერთიანებულნი არიან საერთო მიზნით – უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მოახლოებით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„მშვიდობის სამიტი საშუალებას მისცემს გლობალურ უმრავლესობას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მსოფლიოში ყველასათვის მნიშვნელოვან სფეროებში: ბირთვული უსაფრთხოება, სურსათის უსაფრთხოება და სამხედრო ტყვეებისა და ყველა დეპორტირებული პირის დაბრუნება, მათ შორის დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.