leaderboard_below_slide
left_sabechdi

35 წელი ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანიდან

15 თებერვალი, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის დღეა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის მოადგილეებმა_ მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ,სამსახურის წარმომადგენლებმა, “ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის’’ წევრებმა და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, თბილისში, ზღვის უბანში, ავღანეთში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალთან, დეკანოზმა ვახტანგმა (გოგოლაძემ) და არქიმანდრიტმა აბომ (ჩაჩუამ) დაღუპული მეომრების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

1979 წლის 27 დეკემბერს, საბჭოთა არმიის ნაწილები ავღანეთში შეიჭრნენ, დაამხეს პრეზიდენტი ჰაფიზულა ამინი და ქვეყანაში კომუნისტური წეს-წყობილების იძულებით დამყარებას შეეცადნენ. 9 წლიანი სამხედრო დაპირისპირება, რომლის დროსაც, 13 ათასზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა, ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანით და მალე კომუნისტური იმპერიის დაშლით დასრულდა.

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა, საბჭოთა ჯარებმა, 1989 წლის 15 თებერვალს დატოვეს.

ავღანეთში, 9 წლის განმავლობაში, საქართველოდან 5000-მდე ჯარისკაცი იბრძოდა, 128 დაიღუპა, 6 კი _დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ავღანეთის ომის არა ერთმა ვეტერანმა იბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, ავღანეთისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომების ვეტერანები, დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები, ყოველ წელს იკრიბებიან თბილისში, ზღვის უბანში, ავღანეთში დაღუპულთა მემორიალთან, გვირგვინებითა და ყვავილებით ამკობენ და პატივს მიაგებენ ავღანეთში დაღუპული მეომრების ხსოვნას.

 

ასევე იხილეთ