top_leaderboard

The New York Times: აშშ-სა და უკრაინას შორის უსაფრთხოების სფეროში შეთანხმების პუნქტი შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის შესაძლებლობას შეიცავს

აშშ-სა და უკრაინას შორის უსაფრთხოების სფეროში შეთანხმების პუნქტი შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის შესაძლებლობას შეიცავს, – წერს ამერიკული გაზეთი The New York Times.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და უკრაინის ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს აშშ-სა და უკრაინას შორის უსაფრთხოების სფეროში 10-წლიან შეთანხმებას.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ საკუთარი თავი დაიცვას ახლა და მომავალში.

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების შეთანხმებებს, რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა ახლა და მომავალში პოტენციური თავდასხმების შეკავება.

„უკრაინის ლიდერისთვის და მთელი ევროპისთვის ყველაზე დიდი შეშფოთება არის ის, რომ თავად შეთანხმებები შეიძლება ვერ გადაურჩნენ ამერიკისა და ევროპის [ბოლო] არჩევნების შედეგებს“, – წერსThe New York Times.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, უსაფრთხოების შესახებ პაქტი არ შეიცავს დაფინანსებას – მხოლოდ ამერიკის ვალდებულებას, იმუშაოს კონგრესთან, რათა უზრუნველყოს ათობით მილიარდი დოლარი.

„მაგრამ ზელენსკის უფრო დიდი საზრუნავი ის არის, რომ ბაიდენი, რომელთანაც მისი ურთიერთობა ხშირად სადავო იყო, [წელს] შესაძლოა „დიდი შვიდეულის“ ბოლო სამიტს დაესწრო. მათ მიერ ხელმოწერილი უსაფრთხოების შეთანხმების წვრილი შრიფტით ჩაფლულია ეს პარაგრაფი: „ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ეს შეთანხმება დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების მიწოდებით, რომელიც ამოქმედდება [შეტყობინებიდან] 6 თვის შემდეგ“, – აღნიშნულია სტატიაში.

ასევე იხილეთ