დავით ქართველიშვილი: ჩვენ მეტი მორალური უფლება გვაქვს, შევახსენოთ ამერიკას ადგილობრივი აბორიგენების გენოციდი, მონათმფლობელობის სამარცხვინო პერიოდი, ბირთვული იარაღის გამოყენება იაპონიაში, ფაშისტური ორგანიზაცია წარსულში და ახლა BLM და ANTIFA
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის ბრალდებებს ეხმიანება. ანალიტიკოსის თქმით, ელჩის ბრალდება, თითქოს ქვეყანა საბჭოთა მეთოდებით ებრძვის დემოკრატიას – მიუღებელია.
ქართველიშვილი განმარტავს, რომ საბჭოთა მეთოდები არის ის, რასაც საქართველო და ქართველი ხალხი ბევრი წლის განმავლობაში ებრძოდა, რისთვისაც გაიღო ადამიანური მსხვერპლი და რამაც გამოწვია ქვეყნის ნგრევა და ოკუპაცია.
ექსპერტის თქმით, საქართველოს უფრო აქვს მორალური უფლება აშშ-ს შეახსენოს მისი ისტორიის ნაწილი, მათ შორის, ადგილობრივი აბორიგენების გენოციდი, ბირთვული იარაღი იაპონიაში, რასისტური და ფაშისტური ორგანიზაციები და ა.შ.
როგორც ქართველიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი არ შეშინებულა მაშინ, როდესაც მუქარები ისმოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის და მაღალი თანამდებობის პირებისგან, შესაბამისად ვერც დანიგანის განცხადებებით ვერ შეაშინებენ საზოგადოებას.
„დანიგანმა თქვა – საბჭოთა მეთოდებით ებრძვით დემოკრატიის შუქურებს, მიღწევებს და ყველაფერ იმას, რაც როგორც იქნა ამ ქვეყანაში მოვიდაო. გვაბრალებენ, რომ რასაც ვებრძოდით ამდენი წლის განმავლობაში, მივაღწიეთ 9 აპრილის შემდეგ, რასაც შევწირეთ ადამიანური მსხვერპლი, ქვეყნის ნგრევა და ოკუპაცია რამაც გამოიწვია – ის გვინდა, ამას გვაბრალებენ.
თქვენ წარმოიდგინეთ, რა მომენტში გამოიყვანეს „სცენაზე“ ამ ტექსტებით დანიგანი. მანამდე მოვისმინეთ კამალა ჰალისის მუქარა და დაშინება ბაიდენით, ამაზე მეტი ვინ უნდა გამოეყვანათ, რომ დაეშინებინათ ქართული საზოგადოება და ჩვენი ხელისუფლება, ამის ფონზე დანიგანი რას იტყვის რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ისეთი იმუნიტეტი გვაქვს შემუშავებული და გვაქვს შინაგანი სიძლიერე, რომ ვერც ერთი დანიგანი ვერ შეგვაშინებს.
ჩვენ მეტი მორალური უფლება გვაქვს, შევახსენოთ ამერიკას ადგილობრივი აბორიგენების გენოციდი, მონათმფლობელობის სამარცხვინო პერიოდი, ბირთვული იარაღის გამოყენება იაპონიაში, ფაშისტური ორგანიზაცია წარსულში და ახლა BLM და ANTIFA ფაშისტური ორგანიზაციები, რასიზმი როგორც შავი, ასევე თეთრი“, – აღნიშნა ქართველიშვილმა.