top_leaderboard

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის ძალები 15 ივნისს სამხედრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. სამხედრო პოლიციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პარტნიორების მხარდაჭერით, საერთო ძალისხმევით, დაგროვილი გამოცდილებითა და განხორციელებული რეფორმებით, დღეს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი NATO-სთან თავსებად სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს და მუდმივად ვითარდება. სამხედრო პოლიციელებს სიტყვით მიმართეს ასევე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ – გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თავდაცვის პოლკოვნიკმა შალვა შენგელიამ.

საზეიმო ღონისძიებაზე პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. გამორჩეულ სამხედრო პოლიციელებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის, ასევე საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის უწყებრივი მედლები – „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გენერალი კვინიტაძე“ გადაეცათ. სამხედროები საშტატო იარაღითა და ფასიანი საჩუქრებითაც დაჯილდოვდნენ. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდეგ სტუმრებმა ბატალიონის ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს.

ასევე იხილეთ