leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: სალომე ზურაბიშვილი პოლარიზაციის გაღრმავებით არის დაკავებული

“სალომე ზურაბიშვილი პოლარიზაციის გაღრმავებით არის დაკავებული, სურს, დაანაწილოს ის ადამიანები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქართული ფეხბურთის ამ ეტაპამდე მოყვანაში”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს: „საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების, საწვრთნელო შტაბისა და ფედერაციის ხელმძღვანელობის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენილი სიიდან სალომე ზურაბიშვილმა ნაწილს ჯილდო არ გადასცა, არის თუ არა ეს შერჩევითი მისი მხრიდან?“

„სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში ერთადერთი რამით არის დაკავებული, რაც შეიძლება გააძლიეროს, გააღრმაოს პოლარიზაცია და საზოგადოების დანაწილება ყველა მიმართულებით. მას სურს, დაანაწილოს ის ადამიანები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქართული ფეხბურთის ამ ეტაპამდე მოყვანაში. სურს, სხვადასხვაგვარად მიუდგეს იმ ადამიანებს, რომელთაც ერთიანად ეკუთვნით მადლობა და მადლიერება ხელისუფლებისა და, ზოგადად, ქართველი ხალხის მხრიდან. აქედან გამომდინარე, ძალიან ცუდია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ასე ზრდის პოლარიზაციას საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ