leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია სალომე ზურაბიშვილზე: ნაცვლად გაერთიანებისა, ის ყოფს – ვის და როგორ აერთიანებს, ყველა ვხედავთ

“წარდგენილი სია სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა, ასეთ სასიხარულო, აპოლიტიკურ, ეროვნულ თემაზე რომ ასეთ დაყოფას შემოიტან, ეს პოლიტიკური ინტერესია”,  – განაცხადა „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებზე, რომელმაც ღირსების ორდენით დაჯილდოებისთვის პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სია დააკორექტირა და ღირსების ორდენი ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ნაწილს არ გადასცა.

„ნაცვლად გაერთიანებისა, ის ყოფს და ვის და როგორ აერთიანებს, ყველა ვხედავთ. ეს მინიმუმ, სიბეცეა. რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრები პირველ რიგში ბიჭები არიან. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ვუსურვო მათ ძალიან დიდი წარმატება, კიდევ ერთხელ რომ გაახარონ თავისი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ისინი მიაღწევენ ბევრ წარმატებას, რაც მთავარია, მათ უკვე ისტორია დაწერეს. სალომე ზურაბიშვილს უნდა შევახსენოთ, რომ ამ ბიჭების გარდა იქ არის სამწვრთნელო შემადგენლობა, სამედიცინო შემადგენლობა, ფედერაცია და წარდგენილი სია სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა. ასე ხდება ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, მაგრამ მისი ქმედებები არის სრულიად გაუგებარი და მიუღებელი, ის გამოდის ისევ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან, რის უფლებაც კონსტიტუციურად არ აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, კონსტიტუცია და სალომე ზურაბიშვილი არათავსებადია ერთმანეთთან. არ ვუღრმავდები სახელებს და გვარებს, ზოგადად ასეთ სასიხარულო, აპოლიტიკურ, ეროვნულ თემაზე რომ ასეთ დაყოფას შემოიტან, ეს რაღაც პოლიტიკური ინტერესია“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

 

ასევე იხილეთ