leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია: როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა იყოს არაევროპული და გამჭვირვალობის შესახებ კანონი ჩაითვალოს ევროპული კურსიდან გადახვევად

“როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა იყოს არაევროპული და გამჭვირვალობის შესახებ კანონი ჩაითვალოს ევროპული კურსიდან გადახვევად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კვირცხალიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„გასაოცარია, როგორ შეიძლება, გამჭვირვალობის კანონი იყოს რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. კანონი, რომელიც მათ ქვეყნებში მოქმედებს, რომელიც მათთან სუვერენიტეტის გამყარებას და ქვეყნის უსაფრთხოებას აძლიერებს როგორ შეიძლება იგივე, ბევრად რბილი კანონი ჩვენთან დემოკრატიას ძირს უთხრიდეს?!

ჩვენ მზად ვიყავით სტატუსიც მიგვეღო და ყველაზე ადრე მოლაპარაკებებიც გახსნილიყო ჩვენთან, თუ ჩვენი პარტნიორები იმოქმედებდნენ და მიიღებდნენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იმ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელ მონაცემებზე დაყრდნობით ყველგან განპირობებულია სტატუსიც, წვერობაც და მოლაპარაკების გახსნაც“, – აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს 19 მაისს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა 28 მაისს დაძლია.

ასევე იხილეთ