top_leaderboard
left_sabechdi

კასპის მუნიციპალიტეტის მერიას დამატებით ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეორე ნაგავმზიდი გადაეცა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიას საქართველოს, მთავრობის გადაწყვეტილებით, დამატებით ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეორე ნაგავმზიდი გადაეცა. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით კასპის მერიამ 100 ერთეული საყოფაცხოვრებო ნარჩენშემკრები კონტეინერიც შეიძინა.
ზაფხულის პერიოდში მუნიციპალიტეტში იზრდება როგორც მოსახლეობის, ისე ტურისტების რაოდენობა, ახალი ტექნიკა კი ხელს შეუწყობს მოსახლეობის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

ასევე იხილეთ